მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Audi-მა იაფი ელექტრომობილი წარადგინა

607842f66938e
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.21 23:39
1717
ავტოკონცერნმა Audi-მა ახალი ელექტრომობილი Q4 E-Tron-ი წარადგინა, რაც კომპანიის ყველაზე იაფი  მოდელია. Q4 E-Tron-ის ფასი 45,000 აშშ დოლარიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Audi-ის ელექტრონული ჯიპი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება. აღსანიშნავია, რომ Q4 E-Tron-ის ღირებულება ბევრად ნაკლებია მისი კონკურენტი Tesla-ს ჯიპის ღირებულებაზე.

Q4 E-Tron-ი რამდენიმე ახალი ტექნოლოგიით გამოირჩევა. ერთ-ერთი მთავარი რამ მძღოლებისთვის განკუთვნილი დამატებითი რეალობის (AR) ეკრანია. ის უფრო ფართო ხედვის არეალს და ზუსტ, დახვეწილ ანიმაციებს გვთავაზობს. მაგალითად, კომპანიამ ასეთ ეკრანებში გამოიყენა ანიმაცია, რომელიც მანქანის სიჩქარის კონტროლის გამოყენებას მეთვალყურეობს.

გამოცემა წერს, რომ ავტომობილი უფრო კომპაქტური ჯიპის სეგმენტს განეკუთვნება და მას ერთი დატენით 250 მილის დაფარვა შეუძლია.