25.სექტემბერი .2019 15:00

აუდიტი - ეკონომიკის სამინისტროში მილიონობით ლარის აქტივები ხარვეზებით არის აღრიცხული

views 631
უკან

სახელმწიფო აუდიის სამსახურმა ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს და მის შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, უწყებაში ათობით მილიონი ლარის მოცულობის აქტივები არასწორად არის აღრიცხული.

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში სამინისტროს მიერ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია არ არის მომზადებული სააღრიცხვო ინსტრუქციების შესაბამისად. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია ობიექტურად არ ასახავს იმ ფინანსურ სურათს, რაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამინისტროში იყო:

ვითარება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში

"ქონების ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - „აქციები და სხვა კაპიტალის“ მუხლის ნაშთი 466,187,906 ლარია, რომელიც შედგება სააგენტოს მართვაში მყოფი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში განხორციელებული ფულადი შენატანებისაგან.

ფულადი შენატანების გარდა, ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საწარმოებში ქონებრივ და წილობრივ შენატანებს. საწარმოების კაპიტალში ქონებრივი და წილობრივი შენატანების და შემცირებების შესახებ ინფორმაცია 2016, 2017 და 2018 წლების მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ:

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული არც ქონებრივი, არც წილობრივი ტიპის შენატანები და შემცირებები არ არის ასახული აღრიცხვის ინსტრუქციის შესაბამისად სააგენტოს ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში.

გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ სრული ინფორმაცია ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლამდე საწარმოთა კაპიტალში განხორციელებული ქონებრივი და წილობრივი შენატანებისა და კაპიტალიდან ამოღებული ქონებისა და წილების შესახებ.

შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების ნაშთი, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული დოკუმენტაციის მიხედვით, მინიმუმ, 255,608,079 ლარით არის შემცირებული.

აქციების და სხვა კაპიტალის გარდა „გრძელვადიანი ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების“ მუხლი შეიცავს ქონების სააგენტოს მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან წარმოშობილ გრძელვადიან მოთხოვნებს 1,631,108 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ არის აღიარებული დისკონტირებული ღირებულებით,  რაც შეუსაბამოა აღრიცხვის ინსტრუქციასთან. შედეგად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი მოთხოვნების ნაშთი და 2018 წელს გამომუშავებული შემოსავლები 363,972 ლარით11 გაზრდილად არის წარმოდგენილი.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების პრივატიზებასა და მათ იჯარით გაცემაზე, თუმცა საპრივატიზებო და საიჯარო ქონება არ აქვს ასახული ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში.

სააგენტომ 2018 წელს მოახდინა 104,404,225 ლარის ღირებულების იმ ქონების პრივატიზება, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში არ ჰქონდა დაფიქსირებული როგორც აქტივი. ასევე, სააგენტოს აქტივად არ ჰქონდა აღრიცხული ის საიჯარო ქონება, რომლის წლიურმა ჯამურმა საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 4,475,058 ლარი.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 21 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე 747,886 ლარის ღირებულების შენობა (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N49ა), ამოიღო შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“  კაპიტალიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ამ შენობით სარგებლობს ქონების ეროვნული სააგენტო, ამავე წლის 9 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე აღნიშნული შენობა აყვანილ იქნა ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე, 747,886 ლარის ღირებულებით. 2018 წლის 18 დეკემბრის მოხსენებითი ბარათისა და 19 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ოთახის სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, აღნიშნული ქონება გრანტის სახით გადაეცა კვლავ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (გადაცემის დროს ქონება შეფასდა 929,000 ლარად).

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ქონება აღარ არის აღრიცხული ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე, თუმცა შენობას ის უწყვეტად და უსასყიდლოდ იყენებს საქმიანობის განხორციელებისათვის.

ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ძირითადი აქტივი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წარმოადგენს ქონების ეროვნული სააგენტოს აქტივს და არა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ აქტივს.

შესაბამისად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივები 747,886 ლარით შემცირებულად არის წარმოდგენილი. ქონების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებასა და ბუღალტრულ ჩანაწერებში, ასევე ასახული არ არის 2017 წლის 25 მაისს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან მიღებული37 6,728,604 ლარის ღირებულების სხვადასხვა მანქანა-დანადგარი,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა