მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: კონკურენციის სააგენტოს არ აქვს პრიორიტეტული მიმართულებები

5e6bda49259ff
თამთა ჯიჯავაძე
13.03.20 23:25
1050
კონკურენციის სააგენტოს არ აქვს განსაზღვრული სტრატეგია და პრიორიტეტული მიმართულებები. ამის შესახებ კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში წერია.

ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს არ ჰქონდა თანმიმდევრული და ნათლად განსაზღვრული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისად, ორგანიზაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას მკაფიოდ განესაზღვრა მომავალი მიზნები, რომლებიც უფრო მეტად შეუწყობდა ხელს ინსტიტუციის ზრდასა და განვითარებას.

„ჩატარებული მოკვლევის ეფექტიანი შედეგის მაგალითია კონკურენციის სააგენტოს მიერ 2019 წელს შედგენილი ანგარიში, სადაც აისახა 2015 წელს განხორციელებული მოკვლევის ფარგლებში დამტკიცებული გადაწყვეტილების, კონკურენტულ გარემოზე შემდგომი ზეგავლენის შეფასება. სააგენტოს მოკვლევა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში საპროექტო, სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების ექსპერტიზის შესყიდვას. აღნიშნული შეფასების მომსახურების ბაზარი კონცენტრირებული იყო საბაზრო ძალაუფლების ერთი სუბიექტის ხელში.

სააგენტოს გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო შესაბამის ბაზარზე კვალიფიციური ეკონომიკური აგენტების რაოდენობის არსებით ზრდას. თუ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამის ბაზარზე ოპერირებდა მხოლოდ ერთი აკრედიტებული სუბიექტი, 2018 წლის მდგომარეობით სუბიექტთა რაოდენობამ 37 ეკონომიკურ აგენტს მიაღწია. შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა ადამიანურ რესურსებზე, რაც თავის მხრივ, აისახა დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ზრდაზე ბაზრის სტრუქტურასა და გაუმჯობესებულ კონკურენტულ გარემოზე“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ დასახული ამოცანებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ეფექტიანი შესრულებისთვის, მიზანშეწონილია სააგენტოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად ასახავდეს დასახულ მიზნებს და მათ მისაღწევად განსახორციელებლ ღონისძიებებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად უნდა იყოს გაზომვადი და მიღწევადი.