09.მარტი .2020 19:10

აუდიტი: რაგბის კავშირში დასაქმებული 140 პირიდან - 79 რამდენიმე ორგანიზაციაში მუშაობდა

views 491
უკან

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, რაგბის კავშირში ერთიდაიგივე პირი შესაძლოა რამდენიმე პოზიციაზე იყოს დასაქმებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ 2014-2018 წლებში განხორციელებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტი.

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, რიგ შემთხვევებში საბიუჯეტო დაფინანსებით გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, რაც კავშირის სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც არ არის დადგენილი.

„ცალკეულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებთან, რომელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა არასაბიუჯეტო სახსრები, არ არის გაფორმებული წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის ისეთი არსებითი პირობები, როგორიცაა: თანამდებობა (პოზიცია), შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა; ადმინისტრაციული პერსონალის მიხედვით არ აღირიცხება სამუშაო დრო, რომელიც შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველია. შედეგად, არის შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ (არასამსახურებრივი მიზნით) მყოფ პირზე ამავე პერიოდში დარიცხულია და გაცემულია შრომის ანაზღაურება, ხელფასის სახით;

სამუშაო დროის სრულ განაკვეთზე დასაქმებული 140 პირიდან − 79 ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე ორგანიზაციაში ერთდროულად. ასევე არის შემთხვევები, როცა კავშირში სრულ განაკვეთზე სამუშაო რეჟიმით მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმებული პირები ერთდროულად დასაქმებული არიან კავშირში სხვა ანაზღაურებად პოზიციაზე, რაც სუსტი შიდა კონტროლის სისტემის პირობებში ქმნის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს;

2015 წელს „მსოფლიო თასისათვის“ მზადების პერიოდში დამხმარე პერსონალზე ე.წ. დღიური ხარჯის სახით, ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 190, 390 ლარი“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა