2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავის თანამშრომლებზე 138,755 ლარის პრემია და დანამატი გასცა ისე, რომ ამით სახელშეკრულებლო პირობები დაარღვია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამ პრემიებისა და დანამატების გაცემა არ შეიძლებოდა, რადგანაც ამის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულება. შესაბამისად, სუს-მა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გასცა ეს დანამატები.
“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის სახელფასო დანამატის მიცემა შესაძლებელია, თუ ეს უფლებამოსილება გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან. 2019 წელს სამსახურის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიის და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138,755 ლარი, ხელშეკრულებების პირობებით კი მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის. შედეგად, წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდან 138,755 ლარის პრემიისა და დანამატის გადახდის ფაქტი სახელშეკრულებო პირობებს არ შეესაბამება,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სუს-ის სტრუქტურაში ხელფასების გაცემისთვის არ გამოიყენება დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს დროის აღრიცხვის ოფიციალური ფორმა, ასევე არ არის შექმნილი შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმები.
როგორც აუდიტიდან ირკვევა პერიოდულად წარმოიშვება შემთხვევები, როდესაც ხელფასი გათავისუფლებულ თანამშრომლებს ერიცხებათ.
“სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ მონაწილეობენ თავიანთი თანამშრომლებისათვის ხელფასების დარიცხვის პროცესში, რაც მინიმუმამდე შეამცირებდა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვის რისკს,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
2019 წლის მდგომარეობით, ზედმეტად დარიცხული თანხები 23,773 ლარს შეადგენდა.
გასულ წელს სუს-ის ბიუჯეტი 136 მილიონი ლარი იყო, აქედან დასაქმებულთა ხელფასებზე 82.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ სუს-ის აუდიტი პირველად ჩატარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არსებობის ისტორიაში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი