საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აუდიტის სამსახურს ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან არაერთი შენიშვნა აქვს, მათ შორისაა პროგრამული ბიუჯეტის ქვეთავიც, რომელიც სამსახურის შეფასებით, რიგი ხარვეზებით ხასიათდება.
“წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
დოკუმენტში დეტალურად არის განხილული თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამული ბიუჯეტის ნაწილი, რათა ის სრულფასოვან დოკუმენტად იქცეს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბიუჯეტის კონკრეტული პროგრამით მოსალოდნელი შუალედური და საბოლოო შედეგების აღწერა.
აუდიტის სამსახურის თანახმად, არაერთ შემთხვევაში ან გაზომვადი შედეგები არ იკითხება კონკრეტული პროგრამიდან, ან მის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არის ბიუჯეტში წარმოდგენილი.
“პროგრამული ბიუჯეტის მომზადება 2012 წლიდან დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არ მტკიცდება კანონით და მხოლოდ დანართის ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და დამატებით გაუმჯობესებას.
2021 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართის ანალიზისას გამოვლინდა პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავების პროცესში არსებული შემდეგი ნაკლოვანებები:
ხარვეზებით ხასიათდება პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირების პროცესი, კერძოდ:
● დანართში წარმოდგენილი 123 პროგრამიდან 106 პროგრამა (86%) არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად. მათ შორის ინფორმაცია ქვეპროგრამების შესახებ წარმოდგენილი არ აქვს 10-დან 3 სამინისტროს;
● სამინისტროების იმ პროგრამების ასიგნებები, რომლებიც წარმოდგენილია პროგრამების დონეზე და არ არის გათვალისწინებული მათი შემდგომი დეტალიზაცია ქვეპროგრამებად, შეადგენს სამინისტროების ჯამური ასიგნებების 29%-ს (3.5 მლრდ ლარი), რაც ხელს უშლის აღნიშნული პროგრამებისთვის საბოლოო და შუალედური შედეგების ერთმანეთისგან გამიჯვნასა და მათ შორის ურთიერთკავშირის დადგენას.
● ხარვეზები შეინიშნება საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავების კუთხითაც. კერძოდ:
● პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი საბოლოო/შუალედური შედეგების ნაწილს არ გააჩნია მიზნობრივი მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის“ თანახმად, საბაზისო და მიზნობრივი მაჩვენებლების მითითება ცალ-ცალკე ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც არ არის განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მისაღწევი კონკრეტული მიზანი, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს აღნიშნული პროგრამის/ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
● პროგრამებისა და ქვეპროგრამების ნაწილი შეფასებისთვის საჭიროებს დამატებით ინდიკატორს, რათა სრულყოფილად იქნეს შეფასებული მიღწეული საბოლოო/შუალედური შედეგები;
● რიგი პროგრამის/ქვეპროგრამის ინდიკატორების შემთხვევაში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების მაჩვენებლების განსაზღვრა. ინდიკატორში აღნიშნული მაჩვენებლის წარმოდგენის ზოგიერთ შემთხვევაში კი მოყვანილი მონაცემები არარეალისტურია ან არ შეესაბამება მიზნობრივ მაჩვენებელს,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ