მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური წელს საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობას შეისწავლის

61f3e34f22463
თელარა გელანტია
28.01.22 16:40
684
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს “COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკარანტინო ზონების მართვის” ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის 2022 წლის გეგმიდან ირკვევა.

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, შეიქმნა საკარანტინო სივრცეები, რომლებიც უზრუნველყოფენ რისკჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. აუდიტის მიზანია, შეისწავლოს პროექტის მართვის ეფექტიანობის საკითხები“, - ნათქვამია აუდიტის 2022 წლის კალენდარში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის მარტიდანაა ჩართული საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში. პროცესი მოიცავს საკარანტინე, კოვიდ და ცხელების სასტუმროების მობილიზებას და მათ მართვას ქვეყნის მასშტაბით. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ბოლომდე კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების პროექტის ფარგლებში მომსახურება მიიღო, დაახლოებით, 186 ათასმა ადამიანმა.

ადმინისტრაცია ახორციელებს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან (აეროპორტები, პორტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები) მგზავრების გადაყვანას საკარანტინე სივრცეებში. ასევე ხდება მოქალაქეების ტრასნპორტირება, როგორც კლინიკიდან - კოვიდსასტუმროში, ასევე პირიქით - კოვიდსასტუმროდან - კლინიკაში.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გასული წლის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 260-მდეე სასტუმრომდე და შედეგად, მსოფლიო პანდემიის დროს, დასაქმდა და სამსახური შეინარჩუნა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა, თუმცა არაფერი უთქვამთ, რა დაუჯდა ბიუჯეტს სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაქირავება.