მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ყალბი გვერდების შესახებ Facebook-ის განცხადებას სწავლობს

5e01f3a83ba7c
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.19 15:18
1037
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული გვერდები, პროფილები და ჯგუფები დაიბლოკა. როგორც აღნიშნული განცხადებიდან ირკვევა, ამ გვერდების რეკლამირებაში $316,000 დოლარი იყო გადახდილი. 

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად ეცნობა "ფეისბუქის" განცხადებას. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი განცხადების შინაარსში", - პასუხობენ BMG-ის აუდიტის სამსახურში. 

შეგახსენებთ, Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამ ანგარიშებისა და გვერდების ადმინისტრატორები ცდილობდნენ დაემალათ საკუთარი ვინაობა, თუმცა ამის მიუხედავად, facebook-მა დაადგინა მათი შემხებლობა სარეკლამო კომპანია Panda-სა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან. 

„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში,“ - ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.