30.ივნისი .2020 19:30

აუდიტის სამსახურის რომელ ანგარიშებზე დაიწყო პროკურატურაში გამოძიება

აუდიტის სამსახურის რომელ ანგარიშებზე დაიწყო პროკურატურაში გამოძიება
views 1534
უკან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია გასულ წელს გამოქვეყნებულ იმ ანგარიშებზეც, რომლებიც შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და რომლებიც კორუფციის, გაფლანგვისა და შესაძლო იშნების გამო სამართალდამცავ უწყებებში გაიგზავნა.

აუდიტის ანგარიშები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს გაეგზავნათ:

1 ა(ა)იპ − საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტი;
2 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციისა“ და „ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი;
3 ონის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
4 ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი;
5 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
6 შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი;
7 შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი;
8 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
9 საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
10 კასპის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
11 თვითმმართველი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
12 სენაკის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
13 სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
14 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი;
15 ხობის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
16 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
17 ცაგერის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი;
18 ძალოვანი უწყებების უნიფორმით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი;
19 ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი;
20 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ პროგრამის შესაბამისობის აუდიტი;
21 სსიპ − საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი და არაფინანსური აქტივებით ოპერაციების შესაბამისობის აუდიტი;
22 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო);
23 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი;
24 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი;
25 სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი;
26 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი;
27 მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
28 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვის და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი 29 გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
30 მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრაციული საჭიროებისათვის გამოყოფილი საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული მასალები;
31 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
32 თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი;
33 სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო შესყიდვების 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი;
34 ხონის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი.

ჩამოთვლილი გამოძიებების მსვლელობისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა