სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უწყებების შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტი შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს თუ სსიპ-ის შესყიდვების სისტემებშია. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო დაცვის პოლიციაში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა “მორგებული ტენდერები” ტარდება. ამის მაგალითად მოყვანილია დაცვის პოლიციის მიერ 2,000 ერთეული კვამლის დეტექტორის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაც 120,000 ლარი იყო.
ანგარიშის მიხედვით, სატენდერო წინადადება იყო შედგენილი ისე, რომ ის მხოლოდ ერთი მიმწოდებლის კვამლის დეტექტორის აღწერას წარმოადგენდა, შესაბამისად, ტენდერის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებულიც ეს უკანასკნელი იყო.
“სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 2,000 ცალი კვამლის დეტექტორის შესყიდვის მიზნით გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით − 120,000 ლარი, ერთეულის ფასი − 60 ლარი. კვამლის დეტექტორის დაცულობის მაჩვენებელი მოთხოვნილი იყო − IP25. გამოცხადებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრული მახასიათებელი − IP25, ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოადგინა.
დეპარტამენტმა აღნიშნული პროდუქციის შესასყიდად ხელმეორედ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, იმავე სავარაუდო ღირებულებით − 120,000 ლარი, თუმცა კვამლის დეტექტორის მოთხოვნილი დაცულობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში იყო IP23D.
ცხრილში სპეციფიკაციას დამატებული აქვს მეხუთე სიმბოლო − D, რაც აღნიშნავს მახვილი საგნების შეღწევისაგან დაცულობას. აღნიშნული სპეციფიკაციის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან კვამლის დეტექტორის ფიზიკური მდებარეობა ნაკლებად შეიცავს მასში საგნების შეღწევის რისკებს და არ უკავშირდება სითხის შეღწევის დაცულობას. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახის ტექნიკური მონაცემები ჰქონდა პირველ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის დეტექტორს. აღნიშნულმა კომპანიამ მონაწილეობა მიღო მეორე ტენდერში და გამოცხადდა გამარჯვებულად − ვაჭრობის გარეშე, სრული სატენდერო ღირებულებით − 120,000 ლარი.
სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, საქონლის სპეციფიკაციები მოერგო კონკრეტულ საქონელს და კომპანიას, შესაბამისად, არაეკონომიურად იქნა შესყიდული საქონელი.
დასკვნა
შესყიდვის საგნის ტექნიკური პარამეტრების მიმართ შემუშავებული მოთხოვნები რიგ შემთხვევებში მორგებულია კონკრეტულ სასაქონლო მოდელსა და მიმწოდებელ კომპანიაზე, შესაბამისად, სატენდერო პროცედურები ტარდება უკონკურენტო პირობებში და ფორმალური ხასიათისაა. აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იყოს მხარეთა არამართლზომიერი ქმედებით, რაც საბიუჯეტო ხარჯების დაუსაბუთებელ ზრდას განაპირობებს,” - ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი