მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურმა გორის ბიუჯეტში რამდენიმე საეჭვო ტრანზაქცია აღმოაჩინა

625437ac3c5ad
თელარა გელანტია
11.04.22 18:14
886
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის აიპი „კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს“ ანგარიშიდან განხორციელებული რამდენიმე საეჭვო ტრანზაქცია აღმოაჩინა.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების შესაბამისობის აუდიტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის იურიდიულ სუბიექტებსაც ამოწმებენ.

როგორც Bm.ge-ს აუდიტის სამსახურში განუცხადეს, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდეს, მაგრამ ტრანზაქციების მოცულობასა და სხვა დეტალებზე, მათ შორის სად გადაირიცხა საბიუჯეტო თანხები, არ საუბრობენ.

აუდიტის სამსახური არც მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომლის თანახმად, გორის ბიუჯეტიდან თანხები აზარტული თამაშების ანგარიშებზე ირიცხებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების შესაბამისობის აუდიტს აგრძელებს. აუდიტის მიზანია, შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში 2020-2021 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (კრიტერიუმებთან) შესაბამისობის საკითხები, მათ შორის, ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქონების განკარგვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული სუბიექტების მართვის მიმართულებები.

განახლება: საეჭვო ტრანზაქციების საქმის დეტალებზე არც სუს-ი საუბრობს, მაგრამ გვითხრეს, რომ გამოძიება უკვე დაიწყეს.