სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრორუსულ “ალტინფოს” 217,483 ლარის ჯარიმა დააკისრა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა. ორგანიზაციის შემოწირულობის შესახებ აუდიტის სამსახურს კითხვით დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, პარტიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებები.
გიგზავნით ინფორმაციას პარტიის შემომწირველი პირების, შემოწირულებების სახისა და ოდენობის შესახებ (იხ. დანართი 1), რომელიც საჯაროა და გამოქვეყნებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდზე www.monitoring.sao.ge .
ამასთანავე გაცნობებთ, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულებები (ოფისების რემონტისა და ბრენდირების ხარჯების დაფინანსება სხვა პირების მიერ, საოფისე ფართის განკარგვა საიჯარო ვალდებულებების გარეშე), რაც პარტიამ არ დაადეკლარირა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დადგენილი წესით. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პარტია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი და მეოთხე ქვეპუნქტებით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა შემოწირულების, ჯამში, 72 494 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა და − ჯარიმა შემოწირულების ორმაგი ოდენობით − 144 988 ლარი,” - ნათქვამია პასუხში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი