აუდიტმა შუახევის მუნიციპალიტეტში მსგავსი ფუნქციებით მოქმედი ა(ა)იპ-ები გამოავლინა. როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, შუახევში აუდიტის პერიოდში ფუნქციონირებდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნციონირების საჭიროება არ დასტურდება.
აღნიშნული იურიდიული პირების 2018-2019 წლების საბიუჯეტო ხარჯი ჯამში 211,283 ლარს შეადგენდა.
საუბარია შემდეგ ა(ა)იპ-ებზე: „შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაფუძნდა ა(ა)იპ – ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლა, რომლის 2018-2019 წლების ბიუჯეტი 167,009 ლარს შეადგენდა. ა(ა)იპ-ის საქმიანობის საგანი ფეხბურთელებისა და მორაგბეების მომზადება და სპორტის აღნიშნული სფეროების პოპულარიზაციაა, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს სპორტის სფეროში მომუშავე ა(ა)იპ – შუახევის სასპორტო სკოლა, რომლის ბიუჯეტიც 365,938 ლარს შეადგენს და რომლის საქმიანობაც სპორტსმენების მომზადებასა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, სპორტის ყველა სფეროზე, მათ შორის ფეხბურთსა და რაგბზეც ვრცელდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახლად დაფუძნებული სკოლის საქმიანობაში რაიმე სახის მიღწევები არ ფიქსირდება.
2019 წელს შეიქმნა ა(ა)იპ – შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრი, რომლის ბიუჯეტიც 44,274 ლარით განისაზღვრა და რომელსაც, წესდების შესაბამისად, შშმ პირთა საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება, სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბება ევალება, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოციალური მომსახურების სერვისცენტრი, რომელსაც სოციალური დახმარების, ჯანდაცვის მხარდაჭერისა და სოციალური ხასიათის მიზნობრივი (მათ შორის შშპ პირებზე გათვლილი) პროგრამების განხორციელება ევალება“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მერიის პასუხისმგებელმა პირებმა ვერ განმარტეს, რატომ იყო აუცილებელი შშმ პირთა დახმარების მიზნით, დამოუკიდებელი ა(ა)იპ-ის შექმნა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, არ ხორციელდება მათი საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების ანალიზი, რის შედეგად ადგილი აქვს დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობას, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი