აუდიტის სამსახურმა ტექინსპექტირების რეფორმაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2018-2020 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა არ წარმოებდა სრულყოფილად, რის გამოც შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე. როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ზემოაღნიშნულის გარეშე შეუძლებელია რეფორმის ეფექტიანობის სათანადოდ შეფასება, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.
ცნობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რასაც ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − აკრედიტაციის ცენტრი და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. რეფორმის მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია.
"ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ხანდაზმულობა, მათი რაოდენობის ყოველწლიური ზრდა და ტექნიკური გაუმართაობა, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. აქედან გამომდინარე, ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიზნის მიღწევას გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმიზაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„2017-2021 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის“ შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული მთლიანი სურათი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2018-2020 წლებში ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების დადგენა ავტომატური სადგურებით ხორციელდებოდა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო სხვა რეგიონებში ინდიკატორული გაზომვები წლების მიხედვით წარმოებდა განსხვავებულ ლოკაციებზე და ისიც მხოლოდ აზოტის დიოქსიდის (NO2 ) შემთხვევაში. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ იძლევა 2018-2020 წლების ფაქტობრივი შედეგების შედარების შესაძლებლობას“, - წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რეფორმის ეფექტიანობის შეფასების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით შეიმუშაოს სტატისტიკურ ინფორმაციასა და ობიექტურ კვლევაზე დაფუძნებული ინსპექტირების რეფორმის ყოველწლიური მისაღწევი შედეგები გაზომვადი ინდიკატორებით და განახორციელოს რეფორმის მიზნების მიღწევის ყოველწლიური მონიტორინგი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე