აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია პროგრამების დაგეგმვის ნაკლოვანებებზე.
ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი კვლევების გარეშე პრიორიტეტული მიმართულებების დადგენის და სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტების მიერ განსაზღვრული სასწავლო პროგრამების პრიორიტეტულობის შეფასების მექანიზმის არარსებობის გამო, ვერ ხდება შერჩეული მიმართულებების თანხვედრა არსებულ საჭიროებებთან, რაც ქმნის პროგრამის არაეფექტიანად განხორციელების პირობებს.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურებისა და დაინტერესებული მხარეების არასათანადო კოორდინაციის გამო, არ არის შემუშავებული სისტემური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის საჭიროებების და უმაღლესი განათლების სასაწავლო პროგრამების ურთიერთკავშირს.
„აღნიშნული ამცირებს საკუთარი პროფესიით დასაქმებული კურსდამთავრებულების რაოდენობას და ზრდის სტრუქტურულ უმუშევრობას. პროგრამის ფარგლებში, თითოეული პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით სტუდენტების მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისას, არ არის შეფასებული მოცემულ დარგში უმაღლესი განათლების სპეციალისტების საჭიროება. ამასთანავე, რიგ შემთხვევაში ცალკეულ უნივერსიტეტებს შორის მისაღებ სტუდენტთა ლიმიტები არაოპტიმალურად არის განაწილებული, რაც იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიულ ხარჯვას“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, როგორც დოკუმენტში წერია, 2013 წლიდან მთავრობის დადგენილებით ყოველწლიურად განისაზღვრება უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებები და სამინისტრო განსაზღვრავს მისაღები სტუდენტების რაოდენობას. აღნიშნულ მიმართულებებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო: „2013 წლის მდგომარეობით დადგინდა 7 პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ერთიანდებოდა 16 სასწავლო პროგრამა, ხოლო 2018 წლის მონაცემებით, იმავე 7 მიმართულების მიხედვით − 52 სასწავლო პროგრამა. პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას, სამინისტროს მიერ არ იყო ჩატარებული შესაფერისი კვლევები უმაღლესი განათლების მიმართულებებისა და ქვეყნის საჭიროებების თანხვედრის დასადგენად. ამასთანავე, მოცემული პერიოდისთვის ქვეყანაში არ არსებობდა შრომის ბაზრის სათანადო კვლევა. შესაბამისად, არ არის დადასტურებული მოცემული მიმართულებების თავსებადობა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ქვეყნის მიზნებთან“.
აუდიტი წერს, რომ პროგრამის პრიორიტეტად განსაზღვრის ერთ-ერთი საფუძველია დარგის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს აბიტურიენტების ისეთი მიმართულებებით დაინტერესებას, რომლებიც არ სარგებლობენ პოპულარობით, ფიქსირდება სტუდენტების დაბალი რიცხოვნობა, მაგრამ ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სფეროა.
„ქვეყნის მასშტაბით იკვეთება ისეთი შემთხვევები, როდესაც დარგი მიჩნეულია პრიორიტეტად, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში სტუდენტების მხრიდან ფიქსირდებოდა მაღალი მოთხოვნა და გამოირჩეოდა ადგილების მაღალი ათვისებით. მაგალითისთვის განხილულია ეკონომიკის სასწავლო პროგრამა: სამინისტროს მიერ წლების მიხედვით განსაზღვრულია მისაღები ადგილების რაოდენობა, რომლის დინამიკა მკვეთრად მზარდია, თუმცა ამ მიმართულებით შრომის ბაზარზე კადრების საჭირო რაოდენობა არ არის შეფასებული.
ამის საპირისპიროდ, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც წლების მანძილზე პროგრამაზე ირიცხებოდა მცირე რაოდენობის სტუდენტი, მაგრამ მიმართულება არ არის მიჩნეული ისეთ დარგად, რომელსაც სჭირდება პოპულარიზაცია და შესაბამისად, არ ხვდება პრიორიტეტული მიმართულებების სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევაა“, – წერს აუდიტი.
გამოვლენილი გარემოებებიდან აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები სამინისტროსთვის შემდეგია:
რეკომენდაცია N1. იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები თანხვედრაში იყოს ქვეყნის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებთან, შესაფერისი კრიტერიუმების მიხედვით, მათი აქტუალურობა ყოველწლიურად შეფასდეს და განახლდეს;
რეკომენდაცია N2. ქვეყნის საჭიროებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღების რისკის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია, სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობით უსდ-ები მხოლოდ დადასტურებული საფუძვლით შეძლებენ პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შერჩევას;
რეკომენდაცია N3. სტრუქტურული უმუშევრობის რისკების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს კოორდინაცია პასუხისმგებელ სამინისტროებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რისი მეშვეობით თითოეული მიმართულების მიხედვით, შეფასდება შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებს შორის ურთიერთკავშირი; შრომის ბაზრის ტენდენციებისა და სხვა შესაბამისი ხარისხობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით, თითოეული უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, განისაზღვროს დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ