11.მაისი .2020 13:34

აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მოთხოვნა 131.5 მილიონზე იყო

views 651
უკან

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 131 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.650 პროცენტით, მაქსიმალური - 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.721 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა