მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუქციონზე გამოტანილი 9 სახელმწიფო კომპანიიდან ვერც ერთი ვერ გაიყიდა

6075acba0665f
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.21 18:33
9512
პრივატიზაციის ახალი ტალღა, რომელიც მთავრობამ მარტის ბოლოს დააანონსა, არასახარბიელო შედეგებით დაიწყო. დღეს უშედეგოდ დასრულდა 9 აუქციონი, რომლითაც მთავრობა მის საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების გაყიდვას ცდილობდა. ამ აუქციონების საერთო ფასი 9.9 მილიონი ლარი იყო.

დღესვე ჩავარდა 71.2-მილიონიანი აუქციონიც, რომლითაც მთავრობა თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. “რიყის დოქების” გაყიდვას გეგმავდა, რაც ამ ობიექტის აუქციონის ჩავარდნის უკვე მესამე შემთხვევაა.

საპრივატიზაციოდ გამოტანილი კომპანიების სია და მათი საწყისი ფასი ასე ნაწილდებოდა:

1. შპს "ზუგდიდის ფარმაცია" (ს/ნ 219984596) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 306,000 ლარი;
2. შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა" (ს/ნ 204379074) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 266,000 ლარი;
3. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" (ს/ნ: 211327410) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი;
4. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი;
5. შპს "საზღვაო ტექსერვისი" (ს/კ 245431206) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 2,263,800 ლარი;
6. სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი;
7. შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი;
8. შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,511,000 ლარი;
9. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გამოცხადებული იყო შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ 49%-იანი წილის აუქციონიც და ობიექტის საწყისი ფასი 1.66 მლნ ლარი იყო, თუმცა ეს აუქციონი სახელმწიფო ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეწყდა.

სტატიის განახლება 22:00-ზე: სახელმწიფო ქონების სააგენტო აცხადებს, რომ დღეს აუქციონის დამთავრების მონაკვეთში მათ ვებგვერდზე დაფიქსირდა ხარვეზი, რის გამოც მომხმარებლებმა სასურველი ტრანზაქციის განხორციელება ვერ შეძლეს, ამიტომაც ეს აუქციონები დამატებით 2 დღით გახანგრძლივდა. უცნობია ამ ობიექტებიდან რომელს ჰყავდა მყიდველი - ანუ რომელი გაიყიდებოდა რომ არა ტექნიკური ხარვეზი, რომლის შესახებაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აკეთებს განცხადებას. 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე - სახელმწიფო ქონების სააგენტო დღეს უშედეგოდ დასრულებულ აუქციონებს 2 დღით გაახანგრძლივებს