მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ ბანკებში დეპოზიტების 100%-იანი დაზღვევის დავალება გასცა

62342a0769a6c
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 18:48
1120
უკრაინის პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკს და რადას უკრაინის ბანკებში არსებული დანაზოგების 100%-ის დაზღვევის დავალება მისცა. Unian-ის თანახმად, ზელენსკიმ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ცვლილების მიღებისკენ მოუწოდა, რამაც უკრაინული ბანკების დეპოზიტების სრული მოცულობა უნდა დააზღვიოს, შესაბამისად, სახელმწიფო ამ დანაზოგების გარანტორი უნდა იყოს. 

ამჟამად უკრაინა დეპოზიტებს მხოლოდ ნაწილობრივ აზღვევს.

„კიდევ ერთი სიახლე, განსაკუთრებული დავალება მაქვს უკრაინის ეროვნული ბანკისთვის, სახალხო დეპუტატებისა და ჩინოვნიკებისთვის. მე მათ დავავალე მონახონ საკანონმდებლო შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოს ბანკებში გაკეთებული დანაზოგების 100%-იანი გარანტიის მიცემა შეეძლოს. არა - ნაწილობრივ, როგორც ეს ახლაა, არამედ მთელ დეპოზიტზე. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ ბანკში, რათა ხალხმა არ დაკარგოს თანხა და ნებისმიერ მდგომარეობაში ამის არ შეეშინდეთ. ამიტომ ველით კონკრეტიკას, პროექტებს და გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის უმაღლესი რადა ამ ინიციატივის მხარდაჭერას არ გააჭიანურებს.

უკრაინაში სულ 71 ბანკი ოპერირებს.