მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო უწყებებში ავტომობილების გამოყენება და საწვავის შესყიდვა უნდა დარეგულირდეს - TI

6270f9dc8b27e
მარიამ ვარადაშვილი
03.05.22 13:44
2561
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ უნდა შემუშავდეს გარკვეული წესი, რომლთაც საჯარო უწყებებში ავტომობილის გამოყენება და საწვავზე დახარჯული თანხა დარეგულირდება.

დღეს ორგანიზაციამ სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2021 წელს ადმინისტრაციებმა 230 692 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის 32% [74 482 ლიტრი] უშუალოდ სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის. გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება კი 602 937 ლარს შეადგენს.

ამას გარდა, სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა გახარჯული.

“აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს”,-აცხადებენ TI-ში.