25.თებერვალი .2021 14:46

„ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების დროის გადაწევა წარმატებაა, მაგრამ არა გამარჯვება“

„ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების დროის გადაწევა წარმატებაა, მაგრამ არა გამარჯვება“
views 442
უკან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად , 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა), ხოლო სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან განთავისუფლდა.

„ჩვენ ყველა კარზე დავაკაკუნეთ და სადაც შეგვეძლო შესვლა შევედით, რაც ასოციაციისთვის არის წარმატება, მაგრამ არა გამარჯვება“, - ასე შეაფასა გადაცემა „საქმის კურსში“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა მთავრობის მიერ განბაჟების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ავტოიმპორტიორებმა თებერვლის დასაწყისში შემოსავლების სამსახურს წერილით მიმართეს, სადაც განბაჟების ვადის გადაწევასა და საურავების ჩამოწერას ითხოვდა.

ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რომ სექტორი გამოწვევების წინაშე რჩება.

„ის გარდა კიდევ გვრჩება გამოწვევები, რაც უპირველეს ყოვლის არის 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნება, მაშინ როდესაც სექტორის წლიური ბრუნვა 700-800 მლნ ლარამდე იყო. ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან არის საჭირო მხარდაჭერა, რომ სხვადასხვა ბაზრის მოსაძიებლად, იმისთვის, რომ ავტოიმპორტიორებს სხვა დროს ასეთი პრობლემები აღარ შეექმნათ და ის კრიზისული პერიოდი, რაც ავტოიმპორტიორებმა გამოიარეს, მეორედ აღარ განმეორდეს.

2020 წლის 1 მაისიდან შემოყვანილ ავტომობილებზე ჯარიმების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის შემდეგ მოვითხოვდით ჯარიმების წლის ბოლომდე გადავადებას, რა დროსაც გვითხრეს, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ რომ გადაევადებინათ და შედეგად მივიღეთ ის, რომ საურავები ჩამოგვეწერება, რაც სექტორისთვის ძალიან კარგია“, - თქვა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.