მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, რომლებიც თავის რიგს ელოდნენ, თბილისის მერიისგან დაფინანსდებიან

5e27f9d88ba97
ინგა მურუსიძე
22.01.20 11:31
1502
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, რომლებიც თავის რიგს ელოდნენ, თბილისის მერიისგან დაფინანსდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

კალაძის თქმით, თავის რიგს 230 ბავშვი ელოდა.

„ჩვენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოლოდინის რეჟიმში გვყავს რიგში მდგომი 230 ბავშვი. ეს მოლოდინი მათთვისაც და მათი მშობლებისთვისაც, მათი ოჯახებისთვის სერიოზული პრობლემა იყო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბავშვები დავაფინანსოთ. დაფინანსება იყო 1000 ბავშვზე გასულ წელს და 1230-მდე გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზარდეთ პროგრამაში მონაწილე ბავშვთა ასაკის ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. ერთ ბავშვზე ყოველთვიურად გამოყოფილია 400 ლარი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერი პროექტს და მის განვითარებას მნიშვნელოვნად აფასებს.