მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავაღორძინებთ საწარმოებს, ვინც ადრე მუშაობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარზე შეექმნა პრობლემები და გაჩერდნენ-თურნავა

5e8dec35ab333
ნინი ლონგურაშვილი
08.04.20 19:17
1036
“ ჩვენ არამხოლოდ უცხოური ინვესტიციებით ახლადშექმნილ საწარმოებს დავუჭერთ მხარს, არამედ, ტრადიციულ საწარმოებს ავაღორძინებთ, ვინც ადრე მუშაობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარზე შეექმნა პრობლემები და გაჩერდნენ”- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ  “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო “აგარის შაქრის” გარდა კიდევ რამდენიმე ასეთ პროექტზე მუშაობს და ეს საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

“ ჩვენ გვაქვს მიღებული დავალება, რომ ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ადგილობრივი წარმოების წახალისება. ამის მაგალითები უკვე ვიცით, “აგარის შაქრის” კომბინატი გაჩერდა, რომელსაც ჩვენ 2 თვეში ავამოქმედებთ და უკვე დაიწყო იქ მოსამზადებელი სამუშაოები. კიდევ რამდენიმე ასეთ პროექტზე ვმუშაობთ და ეს გახდება თქვენთვის ეტაპობრივად ცნობილი.

მთლიანობაში, ჩვენ პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება. მე მინდა განვმარტო, რომ ეს ძალიან კარგად ებმის იმ პოლიტიკას, რასაც ჩვენი გუნდი ახორციელებს- საქართველოს უფრო მეტად მიმზიდველ პლატფორმად გადაქცევის პოლიტიკა. პოსტკრიზისულ პერიოდში, მსოფლიოში გლობალურ ეკონომიკაში მოხდება ბევრი ძვრა, გაჩნდება მოთხოვნა ისეთ ალტერნატიულ სამრეწველო ბიზნეს პლატფორმებზე, სადაც გადმოინაცვლებს ბევრი ბიზნესი. ყველა ქვეყანა ეცდება, რომ უფრო მეტი დივერსიფიკაცია იყოს გეოგრაფიული და საქართველო უნდა იყოს ნომერ პირველი არჩევანი.

აი, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არამხოლოდ უცხოური ინვესტიციებით ახლადშექმნილ საწარმოებს დავუჭერთ მხარს და აუცილებლად დავუჭერთ, არამედ ტრადიციულ საწარმოებს ავაღორძინებთ, ვინც დაუშვათ ადრე მუშაობდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბაზარზე შეექმნა პრობლემები და გაჩრდენენ. ჩვენ ახლა გამოვკვეთავთ ამ საწარმოებს. რა თქმა უნდა ამას ეკონომიკური აზრი უნდა ჰქონდეს და რაციონალობა, სადაც ჩვენ ჩვენი რესურსი გაგვაჩნია და შეგვიძლია კონკურენტუნარიანი წარმოება ავაწყოთ”- აცახდებს ნათია თურნავა.