24.აპრილი .2020 17:40

ავამოქმედებთ საგარანტიო სქემას, რომელიც როცა ეკონომიკა ყვაოდა, არ იყო მოთხოვნადი - თურნავა

views 486
უკან

გეგმის ფარგლებში გადავაწყვეთ დღევანდელი ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში ჩვენი ძირითადი პროგრამები, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "აწარმოე საქარველოში" პროგრამის, ეპიდემიით შექმნილ გარემოებებზე მორგების შესახებ საუბრისას.

ეკონომიკის მინისტრმა "აწარმოე საქართველოს" მიერ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბიზნესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრმა ბიზნესმა, რომელიც ამოქმედდა შეძლო გადარჩენა და გვერდში დაუდგნენ საქართველოს. მისი თქმით, ეს ბიზნესები დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებულნი, როგორიცაა პირბადეები და სამედიცინო პროდუქცია.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრიორიტეტები შეიცვალა და გაფართოვდა.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გახდება უფრო მორგებული დღევანდელ საჭიროებებზე, გაიზრდება სესხების თანადაფინანსების პროცენტი და მოერგება საბაზრო პროცენტს, იმიტომ რომ დღეს რეალურად საბანკო სესხის მიღება უფრო რთული ხდება ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე. ამ პროექტის მოცვა გაიზრდება და უფრო მეტი რაოდენობის სესხი იქნება მხარდაჭერილი ბიზნესებისთვის.

ჩვენ ავამოქმედებთ საკრედიტო-საგარანტიო სქემას, რომელიც როდესაც ეკონომიკა ყვაოდა, 2018-2019 წლებში არ იყო მოთხოვნადი, რადგან რისკები ეკონომიკაში იყო დაბალი. დღეს ბანკებთან და ბიზნესებთან კომუნიკაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დადებითი როლის შესრულება შეუძლია, კერძოდ გაიზრდება მოცულობა 300 მლნ ლარით, სულ მცირე და თუ მეტი იქნება საჭირო, მომავალში მეტ დაფინანსებასაც ავსახავთ.

ამ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, თანაუზრუნველყოფაში გავყვებით ბიზნესებს საბანკო სესხის 90%-ში, თუკი ეს საუბარი იქნება ახალ სესხზე და დღეს ბევრ ბიზნესს დასჭრიდება ახალი სესხი, იმიტომ რომ დღეს ელემენტარულად შემოსავლები შეუმცირდათ, ან გაუნულდათ და სჭირდებათ საბრუნავი საშუალებები, დამატებითი რესურსის მოზიდვა.
ეს პროგრამა, რომელიც აქამდე მხოლოდ ახალ პროექტებზე და განვითარებაზე იყო ორიენტირებული, დღეს უკვე დაეხმარება მათ შორის არსებულ ბიზნესებს, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში. ანუ თუ ბანკი ბიზნესს გაუმარტივებს სესხის გადახდას, ჩვენ 30%-ის თანაუზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესსაც და ბანკსაც, რომ ეს მარტივად მოხდეს. აქედან გამომდინარე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის დატვირთვა იქნება ძალიან მაღალი. ამით ჩვენ ვამცირებთ რისკებს“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.