მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული სახლის დემონტაჟისას კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა

5e8d7e6c5e41c
ინგა მურუსიძე
08.04.20 11:32
905
თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟისას კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა.

როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სამივე პირი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

სამივე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.