მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავაშენებთ იმდენს, რამდენი მოთხოვნაც იქნება, 2008 წლის შეცდომას არ დავუშვებთ – მენაშენეთა ასოციაცია

5eb29aef594d7
ინგა მურუსიძე
06.05.20 20:40
1327
არ დავუშვებთ, 2008 წლის შეცდომა გავიმეოროთ და ჭარბი მიწოდება მოხდეს, რამდენი მყიდველიც იქნება, იმდენ ბინას ავაშენებთ, - ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

„პროგნოზს ვერ გეტყვით, ჩვენთან კადრების შემცირება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი შემცირდა მშენებლობების მოცულობა. ხოლო მშენებლობების მოცულობა შეიძლება შემცირდეს იმ შეთხვევაში, თუკი მოსახლეობა აღარ იქნება მსყიდველთუნარიანი. თუ იმდენი ბინა არ გაიყიდება, რამდენიც შეიძლება ავაშენოთ, ჩვენ აღარ ავაშენებთ იმდენ ბინას, რამდდენიც არ იქნება საჭირო. ჩვენ არ დავუშვებთ იმ შეცდომას, რაც 2008 წელს მოხდა, ჭარბი მიწოდება იყო და მყიდველი - არა. ფასები დავარდა და ბაზარი დაინგრა - ახლა ეგრე არ მოხდება. კომპანიები ავაშენებთ იმდენს, რამდენი მოთხოვნაც იქნება. ჩვენ ვიცით დაახლოებით როგორი იქნება მოთხოვნა და მიწოდებასაც შევუსაბამებთ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ამჟამად სექტორში არსებულ ვითარებას, როგორც როსტომაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობებმა მუშაობის გაგრძელების ნებართვა მიიღეს, ბევრი პრობლემაა, მათ შორის თანამშრომლების, მუშების მისვლა მშენებლობაზე.

„გუშინ გაეშვა ყველაფერი, მაგრამ მშენებლობა იოლი პროცესი არ არის. ტრანსპორტის გამო მუშები ვერ მოდიან და ჯერ ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. ყველას არ ჰყავს მანქანა, ზოგი თბილისში არ ცხოვრობს. დრო სჭირდება ყველაფრის დალაგებას, მშენებლობა არის ციკლი, მაგალითად თუ ვაკეთებთ გადახურვას, გვჭირდება არმატურა, მავთული, ხრეში, ცემენტი, თუ ყველა კომპონენტი არ გვაქვს, მშენებლობას ვერ ვაწარმოებთ. გუშინ დაიწყო ამ ყველაფრის კალაპოტში მოქცევა. მშენებლობები გუშინვე ვერ აგუგუნდებოდა და თუ ვინმეს ამის მოლოდინი ჰქონდა, ძალიან ცდებოდა“, - ამბობს როსტომაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ შორის ტრანსპორტის ამოქმედებაზე.

„თუ ტრანსპორტი ამოქმედდება, მუშა მოვა. მაგალითად ბეტონის მუშები მოვლენ, მაგრამ ესკავატორის მძღოლი ვერ მოვიდა, რადგან ცხოვრობს მარტყოფში. თუ ის არ მუშაობს, ამწე არ არის და სხვები ვერ მუშაობენ. მუშახელიც უნდა მოდიოდეს, მასალების ყიდვა უნდა შევძლო“, - განაცხადა როსტომაშვილმა.