მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AveNew.ავენიუ-მ საგურამოში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

5db995badbb78
BM.GE
31.10.19 09:00
1918
კომპანია AveNew.ავენიუმ საგურამოში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო და მომხმარებელს სთავაზობს თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მშვიდ გარემოში, მუდმივად ცხოვრების ან დასვენების შესაძლებლობას.

საგურამოს კომპლექსი თბილისთან ახლოს და ამავდროულად მისგან მოშორებით, სუფთა ჰაერზე, იდეალური კლიმატის პირობებში 12500 კვადრატულ მეტრზე განთავსდა.

პროექტის ფარგლებში მშენებარე ცხრამეტ დამოუკიდებელ, 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, თანამედროვე ტიპის არქიტექტურა აერთიანებს.



კომპლექსში მობინადრეებისთვის მოეწყობა ისეთი საერთო მოხმარების სივრცეები როგორიცაა სკვერი, ბავშვთა გასართობი მოედანი,  სტადიონი, ველობილიკი და საფეხმავლო გზა რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კომპანიის სურვილია, რომ საგურამოს კომპლექსი აგარაკზე მეტად, მუდმივ საცხოვრებლად ჩამოყალიბდეს, რადგან იქ ყველაფერია კომფორტული, მშვიდი და მხიარული ცხოვრებისთვის.

პროექტის დასრულებისას საგურამოს საცხოვრებელი კომპლექსი მომხმარებელს სამი ტიპის საცხოვრებელ სახლს შესთვაზებს. მნიშვნელობა არ აქვს კომპლექსის მაცხოვრებლებს ამერიკული ვილა, მანსარდული ტიპის სახლი, თუ თანამედროვე სადა დიზაინით შექმნილი საცხოვრებელი ხიბლავს, კომპლექსში ის იპოვის თავისი ოცნების სახლს, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

“ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი საქმიანობით და მიდგომებით, ადამიანებს ცხოვრების ახლებური და კომფორტული სტილის შექმნაში დავეხმაროთ. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მოხდეს თბილისიდან მოშორებით საცხოვრებელი კულტურის განვითარება და გვინდა ამ კულტურის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. შუაგულ ქალაში ცხოვრება სადაც ამდენი სატრანსპორტო საშუალება, გამონაბოლქვი და მაღალი რისკია ტყვიით დაბინძურების აუცილებელს ხდის იზრუნო შენი და შენი შვილების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე, ამავდროულად ეს ადგილი არ უნდა იყოს ძალიან შორს ქალაქიდან სადაც ადამიანები მუშაობენ ან სწავლობენ. სწორედ ყველა ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ვიპოვეთ ნაკვეთი საგურამოს ცენტრალურ მონაკვეთში და მშენებლობა დავიწყეთ”, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კალაძე.

პროექტი 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება და მომხარებელს საცხოვრებელ სახლებს მწვანე კარკასულ მდგომაორებში შესთავაზებს.





NS