20.იანვარი .2021 22:45

“გახსენით კურორტები” - ხვალ ტურიზმის ინდუსტრია მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბება

“გახსენით კურორტები” - ხვალ ტურიზმის ინდუსტრია მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბება
views 405
უკან

SkiGeorgia და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვალ 10:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას გეგმავენ, ამის შესახებ ინფორმაცია SkiGeorgia-მ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაში წერია, ისინი პრემიერის სახელზე შეიტანენ წერილს ტელევიზიების თანდასწრებით, კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნის შესახებ. "დანამდვილებით ვიცით, რომ უყურებენ აქტივობას, ასე რომ თუ მოხვალთ და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით მეტი შანსია გახსნან კურორტები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობას სექტორის გადარჩენისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"ვიცით, რომ ბაკურიანში ჩემპიონატი, რომელიც დაგეგმილი იყო, გადადებულია. 5-6-7 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო და თებერვლის ბოლოს ჩატარდება. შესაბამისად, მოლოდინი არის, რომ 1 თებერვალს კურორტებს არ გახსნიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ, რომ კურორტები გახსნან", - განაცხადა SkiGeorgia-ს დამფუძნებელმა დანიელ დოინიცინმა.