მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალი მეწარმეებისათვის ტურიზმის სექტორში კონკურსი გამოცხადდა

610b8f94d0350
BM.GE
06.08.21 09:00
1053
CENN, პროექტის "ციფრული კავკასია" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (GNTA), Mytravel-სთან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალი-სთან პარტნიორობით აცხადებს კონკურსს საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისათვის.

მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შეუძლიათ შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი;

2. საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი;

3. საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

1 ნომინაციაში "საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი" გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც CENN გადასცემს ფულად პრიზებს 400$, 300$ და 200$-ის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანია Arealy • არეალი გამოავლენს თავის რჩეულ განთავსების ობიექტს, რომელსაც გადასცემს მომსახურების 6 თვიან პაკეტს, რომელშიც შედის ადმინისტრაციული და ჯავშნების მართვის მოდული და ვებ გევრდის შექმნა (6 თვიანი უფასო მომსახურებით).

2 ნომინაციაში "საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი" გამარჯვებულ ობიექტს Mytravel გადასცემს საპრომოციო პაკეტს, რომელშიც შევა ობიექტის ფოტო-ვიდეო და დრონით გადაღება, მარკეტინგული კომუნიკაცია ციფრულ არხებში და გამარჯვებულ ობიექტში ორ დღიანი განთავსების გათამაშება, რომლის დაფინანსებასაც Mytravel უზრუნველყოფს.

3 ნომინაციაში "საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება" გამარჯვებულ ბიზნესს Georgian Travel Guide დაეხმარება ტურისტული პროდუქტის მარკეტინგულ შეფუთვასა და ციფრულ არხებში განთავსებასაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2021 წლის 20 აგვისტომდე:
https://forms.gle/MGLcSMA3a3xBcytm6

ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში.