06.მაისი .2022 00:27

EU რუსეთის წინააღმდეგ მე-6 რაუნდის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებასთან ახლოსაა - ბორელი

EU რუსეთის წინააღმდეგ მე-6 რაუნდის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებასთან ახლოსაა - ბორელი
views 787
უკან

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მეექვსე რაუნდის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებასთან ახლოსაა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ ეს შეთანხმება გვჭირდება, ვინაიდან ჩვენ რუსეთზე უფრო მეტი ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გუშინ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვასაც ითვალისწინებს. თუ აღნიშნული პაკეტი ევროკავშირმა დაამტკიცა, ეს იქნება ყველაზე მკაცრი ნაბიჯი, რაც კი ოდესმე რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ გადადგმულა.