მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავღანეთმა AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა უკვე მიიღო

601fb3dd88fe7
BM.GE
07.02.21 13:24
1036
Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთმა AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის ვაქცინების 500,000 დოზა უკვე მიიღო. 

ქვეყანაში ახალი ვაქცინები ინდოეთიდან შევიდა, სადაც AstraZeneca-ს ვაქცინებს აწარმოებენ. ქვეყანაში ვაქცინაცია მისი სარეგისტრაციო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. საწყის ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკები, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული პირები და პედაგოგები აიცრებიან. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისინი 200,000 დოზას ელიან ჩინეთიდანაც. 

Reuters-ის თანახმად, ქვეყანა წელს COVAX პლატფორმიდან მოსახლეობის 20%-ისთვის (7,6 მილიონი მოქალაქე) სამყოფი ვაქცინების დოზებს მიიღებს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 38-მილიონიან ავღანეთში კორონავირუსის 55 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 ათასია.