კერძო სექტორი ნაკლებად ორიენტირებულია ციფრული მიმართულებით განვითარებაზე და ამის გარეშე 2020 წელს უფრო კარგ შედეგს ვერ დავინახავთ, - ამის შესახებ BM.GE-ის საავიაციო სექტორის წარმომადგენელმა, Georgian Airways–ის კომერციული დირექტორის ყოფილმა მოადგილემ თამარ თანდაშვილმა განუცხადა.
მისი შეფასებით, კერძო სექტორმა უნდა უპასუხოს თანამედროვე ტენდენციებს და აითვისოს ის სტანდარტები, რაც დღეს ავიაბაზარზე არსებობს.
„პირველ რიგში, უნდა გადავწყვიტოთ რომელ ქვეყნებთან გვესაჭიროება ჩვენ პირდაპირი ავიამიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს არ არის უსასყიდლო და სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებებში დახარჯული დრო, ენერგია და რესურსები, რომლებიც საერთაშორისო ავიაკომპანიებთან ხორციელდება. თუკი კერძო სექტორი იქნება უფრო ძლიერი, თავისთავად ბაზარი მოითხოვს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას. მე უფრო ვხედავ, რომ კერძო სექტორი ნაკლებად ორიენტირებულია ციფრული მიმართულებით განვითარებაზე და ამის გარეშე 2020 წელს უფრო კარგ შედეგს ვერ დავინახავთ. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ტურისტული კომპანიები, რომელიც ავიაკომპანიასთან ერთად განავითარებს ამ ბაზარს.
2019 წელს ოპტიმისტურად ვუყურებთ იმ ძვრებს, იმ სტარტაპებს, რომელიც დაიწყო, სახელმწიფო ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მოთამაშეები, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეები უკეთ უნდა აცნობიერებდნენ, რომ კონკურენციის პირობებში მათ მოუწევთ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება. ციფრული მედიის ეპოქაში მგზავრს ვერ მოატყუებ, მგზავრი ხედავს რა ღირს ავიაბილეთი, რა დგას ბილეთის ღირებულების მიღმა, აქ უკვე კითხვის ნიშანი ისმევა, რამდენად სურს ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს მის მიერ გადახდილი გადასახადებიდან რაიმე სახის კონტრიბუცია განხორციელდეს, ეროვნული იქნება თუ საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის. თუკი პროდუქტი მისაღებია მათთვის, თუკი კომფორტულ და შეღავათიან ფასებში შეგვიძლია მოგზაურობა, ვფიქრობ, რომ ეს კარგია ქართული და საერთაშორისო ბაზრისთვისაც. ეს არ არის ის დრო, როდესაც სუპერ ლაქშერი პროდუქტების შეთავაზებით ჩვენ თავს მოვიწონებთ რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ, ამიტომ ვფიქრობთ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ კომფორტულ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტუმარმასპინძლობის პრინციპებზე დაფუძნებულ ტრანსპორტზეც, ასევე სასტუმრო ბიზნესზეც, არ შეიძლება ვიყოთ ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე პარიზის სასტუმროებია... კონკურენცია და ბაზრის განვითარება აუცილებლად პროგრესისკენ წაგვიყვანს და ვფიქრობ, რომ 2020 წელი ბევრად უფრო უკეთესი შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა თამარ თანდაშვილმა.
საავიაციო სექტორის წარმომადგენლის თქმით, ტურიზმის სექტორზე დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესები, რომელიც უნდა დასტაბილურდეს.
„მშვიდობა ქვეყანაში არის კატალიზატორი, რომელიც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს, არამარტო ეროვნულ ადგილობრივ პროდუქციაზე, არამედ საერთაშორისო ავიაკომპანიების ნდობაზე. უსაფრთხოებაზე იცით, რამხელა აქცენტი არის გაკეთებული. ამიტომ მნიშვნელოვანია პროგრესში შევინარჩუნოთ განვითარების ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის წინაშე ასე მწვავედ დგას იმიტომ, რომ ეს ყველაფერზე მოახდენს გავლენას; შეიძლება 2-3 თვეში ვერ დავინახოთ შედეგი, მაგრამ გრძელ ვადაში დავინახავთ. ძალიან მიხარია, რომ იმ ევროპულ ქვეყნებში ხორციელდება მარკეტინგული კამპანიები, რომელებიც აქამდე შეიძლება იყო პასიური. შედეგად საერთაშორისო ავიაკომპანიები ინტერესდებიან საქართველოთი", - ამბობს თამარ თანდაშვილი.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა