მიმდინარე წლის I კვარტალში ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთნაკადი თითქმის 70%-ით აღდგა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 700 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.
რაც შეეხება ავიარეისებს, I კვარტალში აეროპორტებში ჯამში 3 978 რეისი განხორციელდა. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა მნიშვნელოვნად, 207%-ით იმატა, ხოლო რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით შესრულებული ფრენების აღდგენის დინამიკას, აღნიშნული მაჩვენებელი 76.5%-ს შეადგენს. ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე სექტორის აღდგენის პროცესს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ძირითადად შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა.
“აღდგენის მაჩვენებელი მაინც დაკავშირებულია შეზღუდვების მოხსნასთან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებშიც, საიდანაც რეისები სრულდება. როგორც კი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა ფრენებზე მოთხოვნამ ძალიან იმატა. ორი წლის განმავლობაში რომ ვერ დაფრინავდნენ, ახლა ხალხს მოუნდა ფრენა და ეს მსოფლიოშიც ასეა. შესაბამისად, საქართველოს აღდგენის მაჩვენებელი იმ ფარგლებშია, რასაც ზოგადად, მსოფლიოში ვხედავთ. მთლიანობაში მაინც პოზიტიური მაჩვენებელია”,-აცხადებს ნასიძე.
ის ფიქრობს, რომ არსებული სიტუაციის მიუხედავად, მთავრობამ ავიაკომპანიებთან მუშაობა უნდა გააგრძელოს.
“კომპანიებთან მუშაობა გრძელვადიანი პროცესია. ეს კომპლექსური საკითხია, რაც ასევე გულისხმობს ავიაკომპანიების დარწმუნებას, რომ პირდაპირი ფრენები დაიწყონ. კომპანიების მხრიდან ეს ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს. ათეულობით მილიონ დოლარზეა საუბარი, გასაკუთრებით პირველ წელს. გასული ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ ინდუსტრიაში. ავიაკომპანიებმა შეცვალეს საკუთარი სტრატეგიები, გადაჯგუფება მოხდა და მუშაობის სტილი შეიცვალა. თუნდაც ევროპაში ძალიან ბევრი ახალი მიმართულება გაჩნდა, რადგან ამ პერიოდში კომპანიები ბაზრებს ეძებდნენ, სადაც შეიძლება მოთხოვნა ჯერ კიდევ ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ავიაკომპანიებთან საქართველოში შემოსვლაზე აქტიურად იმუშაოს”,-აცხადებს ნასიძე.
მთავარი ფოტო: ქუთაისის აეროპორტი/ავტ:Nakanimamasakhlisi
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი