მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის სააგენტო ბერლინის ფრენასთან დაკავშირებით Georgian Airways-ის მგზავრებს მიმართავს

5ef770e9dc2ad
BM.GE
27.06.20 20:12
2067
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას Georgian Airways-ის 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით.

“მგზავრების საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

3 ივლისი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

აქვე განცობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

მორიგი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.