მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის სააგენტო თბილისი-ვარშავას რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

5f4fc2eaefca0
თამთა ჯიჯავაძე
02.09.20 20:16
1045
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის თბილისი-ვარშავას ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 12 და 26 სექტემბერს თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 12 სექტემბერი, თბილისი - ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10);
• 26 სექტემბერი, თბილისი - ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10).

ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უკვე გაიცა.

"აქვე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან/საქართველოს მიმართულებით 24 რეგულარული სამგზავრო და ორმოცამდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება.

მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აგრძელებს,

პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია AirFrance ასრულებს,

რიგასა და თბილისს შორის სამგზავრო რეგულარულ ავიარეისებს, ასევე კვირაში ორი სიხშირით airBaltic ახორციელებს.

ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებას განაგრძობს „Georgian Airways”-ი. ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამის, ვენის, პარიზის და ბერლინის მიმართულებით შეასრულებს", – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, სააგენტო იტყობინება, რომ დააკმაყოფილა სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის განაცხადი ცალკეული კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი თუ ტრანზიტული მიმართულებებით მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული. ჩარტერული ფრენები ამ ეტაპზე დანიშნულია სტამბოლის, დოჰას, ათენის, ვარშავის, კიევის და მინსკის მიმართულებებით.

დადასტურებული რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

"გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.
მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით", – წერს სააგენტო.