24.მარტი .2020 20:42

"ავიაციის სააგენტოს ჩართულობა მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით ეფექტიანი არაა"

views 412
უკან

“გამართული და საკმარისი ბერკეტების მქონე ავიაციის სააგენტო გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმი იქნება მგზავრთა უფლებების დასაცავად, ვიდრე ის დღეს არის საქართველოში,” - ამის შესახებ Sky Lawyer-ის მმართველმა პარტნიორმა, არჩილ ცერცვაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქვს მანდატი განახორციელოს ზედამხედველობა იმ სამართლებრივი აქტივების შესრულებაზე, რომლებიც მგზავრებს ანიჭებს კონკრეტულ უფლებებს. ჩვენ კომპანიაში გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დავუკავშირდით ავიაციის სააგენტოს, საჩივრით მივმართეთ კონკრეტული ავიაკომპანიის წინააღმდეგ და ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეფექტიანი არ არის მათი ჩართულობა მგზავრის უფლებების დაცვის მიზნით, რადგან საკმარისი ბერკეტები არ აქვთ, მათ შორის სამართლებრივი. ასევე დედლაინები არ არის გაწერილი კარგად და სააგენტო შინაარსობრივად არ შედის ავიაკომპანიის არგუმენტაციაში, თუმცა, გამართული და საკმარისი ბერკეტების მქონე ავიაციის სააგენტო გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმი იქნება,” - განაცხადა "Sky Lawyer"-ის მმართველმა პარტნიორმა.

ცერცვაძის თქმით, ამ შემთხვევაში რჩება სასამართლო, რომელიც ასევე დროში გაწელილი პროცესია, თუმცა ეს პრაქტიკა უმჯობესია, რადგან ავიაკომპანია ვალდებულია რაღაც კონკრეტულ ვადაში გასცეს პასუხები და კონკრეტული დოკუმენტაცია წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათთვის ცუდი შედეგი დადგება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა