04.დეკემბერი.2015 18:37
მსოფლიო

ავიაგადამზიდავი Ryanair-ი კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივის

ავიაგადამზიდავი  Ryanair-ი კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივის
ირლანდიური საბიუჯეტო ავიაგადამზიდავი Ryanair-ი კომპანია Google-ს და eDreams უზენაეს სასამართლოში უჩივის. ავიაკომპანია მათ არაკეთილსინდისიერ რეკლამაში ადანაშაულებს. Ryanair-ის უფლებადამცველთა პოზიციის მიხედვით, საძიებო სისტემა "გუგლი" ინტერნეტ პორტალს საშუალებას აძლევს ტურების უკანონო ონლაინ დაჯავშნები განხორციელდეს ყალბი დომენის www.ryanair.eDreams.com გამოყენებით. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, eDreams-ი Ryanair-ის ვებ-გვერდის მსგავსი დიზაინის და კონტენტის დომენს იყენებს და ყიდის ავიაბილეთებს რეალურთან შედარებით გაზრდილ ფასად. მას შემდეგ რაც Google-მა და eDreams-მა უარი თქვეს დამკვიდრებულ პრაქტიკა შეეცვალათ, ავიაკომპანიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. კომპანია eDreams-ში არ იზიარებენ ავიაგადამზიდავის პოზიციას, Google-ის წარმოადგენლობას კი თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

23.მაისი.2019 10:14
55

"მაკდონალდსი" ფუტკრებისთვის

ვრცლად
23.მაისი.2019 00:25
137

Nasa-ს შემოთავაზება: გააგზავნე შენი სახელი მარსზე

ვრცლად
23.მაისი.2019 00:10
139

უცხოური კომპანიები აზერბაიჯანში ქარის სადგურების აშენებით ინტერესდებიან

ვრცლად
22.მაისი.2019 23:05
91

აშშ-მა შესაძლოა, Huawei-ს მსგავსად, სანქციები სხვა ჩინურ კომპანიებზეც დააწესოს

ვრცლად
22.მაისი.2019 21:15
123

ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას დასთანხმდა

ვრცლად
22.მაისი.2019 20:20
55

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად