მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავიაგადაზიდვები 10-ჯერ გაძვირდა” - Air France-ის წარმომადგენელი

61d2f7d52b054
მარიამ იზორია
05.01.22 10:27
748
ავიაკომპანია Air France-ის წარმომადგენლის იაკო ხომერიკი თქმით, პანდემიის დაწყების შემდეგ მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა ავიაგადაზიდვები საგრძნობლად გაძვირებულია. ამის შესახებ მან გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასთან ერთად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნაც გაზრდილია.

“პანდემიას ბილეთის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ ერიდებიან მოგზაურობას, თუმცა ავიაგადაზიდვები 10-ჯერ გაძვირდა. მგზავრობისგან განსხვავებით მოთხოვნამ ტვირთებზე ძალიან იმატა.

პანდემიის პერიოდში ავიაგადაზიდვებმა კიდევ უფრო მეტად დაამტკიცა, რომ ეს მიმართულება ავიაციის უმნიშვნელოვანესი რგოლია. რომ არა ავიაგადაზიდვა ვაქცინის მიწოდება ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოხერხდებოდა”, - ამბობს ხომერიკი.

ცნობისთვის: Air France ავიაგადაზიდვებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ავიაკომპანია United Kargo-ს წარმომადგენელი გახდა. ის ამერიკის კონტინენტს ევროპასა და აზიასთან აკავშირებს. იაკო ხომერიკის თქმით, ეს კომპანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რადგან კომპანია საქართველოდან გადაზიდვებით სსხვადასხვა ბაზართან დაკავშირებას შეძლებს.