მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი

5d1ee8df38c8a
მიხეილ ხაჩიძე
05.07.19 11:20
8746

ბაჰამის კუნძულებზე მომხდარ ავიაკატასტროფას 7 ადამიანის სიცოცხლე  შეეწირა, დაღუპულთა შორისააა მილიარდერი, ქვანახშირის მაგნატი კრის კლაინიც. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ატლანტის ოკეანეში, გრანდ კის რაიონში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, ფაქტს გამოძიება დაადგენს.

ყველა დაღუპული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.