მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Belavia თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

5dc19c18c3214
BM.GE
05.11.19 20:17
965
2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრიდან, ბელარუსული ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირეს (სამშაბათი და პარასკევი) დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე რეისები შვიდიდან
ცხრამდე გაზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიანიჭა.