მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Cathay Pacific-ი თვეში დაახლოებით $258 მილიონს კარგავს

5f5f518055510
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 21:30
888
ჰონგ-კონგის წამყვანი ავიაკომპანიების მფლობელი Cathay Pacific-ი აცხადებს, რომ კომპანია Cathay Pacific-ი თვეში დაახლოებით $258 მილიონს კარგავს მგზავრთანაკადის 99%-იანი შემცირების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Cathay Pacific-ის მფლობელობაში მყოფმა ავიაკომპანიებმა Cathay Pacific-მა და Cathay Dragon-მა დაახლოებით 36,000 მგზავრი გადაიყვანეს გასულ თვეს, რაც დაახლოებით 98.8%-იანი კლებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ჩვენ ამჟამად ქარიშხალთან გამკლავებას ვცდილობთ, მაგრამ ფაქტია რომ ვერ გადავრჩებით თუ ახალ ავიაბაზართან ადაპტირებას არ მოვახდენთ. რესტრუქტურიზაცია გარდაუვალია, რათა გადარჩეს კომპანია და ჰონგ-კონგის საავიაციო ჰაბი“, - განაცხადა რონალდ მამმა, Cathay Pacific-ის კომერციულმა ოფიცერმა.

Cathay Pacific-ის ვარაუდით, ავიაცია ძველ მდგომარეობას დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. კომპანია IATA-ზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ საავიაციო სექტორი პანდემიმდელ მდგომარეობას 2024 წელს მიაღწევს.