მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Cathay Pacific-ს მგზავრთა ნაკადი 83%-ით შეუმცირდა

5f8d834d2f0b3
ნათია თაქთაქიშვილი
19.10.20 23:10
932
ჰონგ-კონგური ავიაკომპანია Cathay Pacific-ი, მგზავრთა ნაკადის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-იან შემცირებაზე აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ მგზავრთა ნაკადი პანდემიამდელი ოდენობის 10%-ს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიაღწევს.

Cathay Pacific-ს უფრო ოპტიმისტური გათვლები აქვს მომავალი წლისთვის და მათი ვარაუდით, მგზავრთა ნაკადი პანდემიანდელი ოდენობის 50%-ს მიაღწევს.

„ჩვენ მდგომარეობის გაუმჯობესებას მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ველოდებით, რადგან წესით ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში გამოჩნდება და ჩვენი ვარაუდით, ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის 2021 წლის ზაფხულიდან“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა რონალდ ლემმა.