მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Delta აპირებს, აუცრელ თანამშრომლებს ყოველთვიურად $200 გადაახდევინოს

6128bb02276f8
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 14:23
2064
ამერიკული ავიაკომპანია Delta აპირებს, აუცრელ თანამშრომლებს ყოველთვიურად $200 გადაახდევინოს. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, თუ თანამშრომელი გადაწყვეტს კორონავირუსის წინააღმდეგ არ აიცრას, მაშინ ის ჯანდაცვის პაკეტისთვის, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს, $200-ს გადაიხდის.

ცნობისთვის, არაერთმა კომპანიამ თანამშრომელთა წახალისების სხვადასხვა ხერხს მიმართა, რათა ისინი აცრილიყვნენ. Delta-მ კი უფრო „სადამსჯელო“ ზომა მიიღო, რასაც კომპანია არგუმენტირებულად განმარტავს. 

“აუცრელი თანამშრომლებისთვის 200 დოლარის გადახდა იქნება აუცილებელი, რათა იმ ფინანსურ რისკებს ვუპასუხოთ, რასაც აუცრელობა იწვევს და რის წინაშეც ჩვენი ეკონომიკა დგება“, - მისწერა ავიაკომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ედ ბასტიანმა თანამშრომლებს.

გარდა ამისა, შესაძლოა, Delta-მ თანამშრომლებს არ აუნაზღაუროს ის პერიოდი, რომლის გაცდენაც მათ კორონავირუსით ინფიცირების გამო მოუწევთ.