01.მარტი .2020 20:46

ავიაკომპანია Emirates-ი კრიზისის გამო, თანამშრომლებს "ნებაყოფლობით შვებულებაში" გასვლისკენ მოუწოდებს

views 558
უკან

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Emirates-ი საკუთარ თანამშრომლებს კორონავირუსის მიერ შექმნილი კირიზისის ფონზე, "ნებაყოფლობით შვებულებაში" გასვლისკენ მოუწოდებს. 

ამის მიზეზი აზიის რეგიონში, კორონავირუსის გამო, ავიაკომპანიის მგზავრთანაკადისა და რეისების მკვეთრი ვარდნაა. 

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღეს შეტყობინებები შვებულებასთან დაკავშირებით. თუ რა არჩევანს გააკეთებენ ისინი, ეს თანამშრომლეთა დისკრეციაა,"- ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გაერთიანებული საემიროების წამყვანი გამოცემისთვის - Khaleej Times-ისთვის გაგზავნილ წერილში. 

Emirates-ი გაერთიანებულ საემიროებშიც და მის გარეთაც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ჯგუფში სულ 100,000-მდე ადამიანი არის დასაქმებული, მათ შორის 21,000 ბორტგამცილებელი და 4,000 პილოტი. 

საავიაციო ინდუსტრია კორონავირუსის რისკის გამო განსაკუთრებულად დაზარალდა. ათიათასობით გაუქმებული რეისის და მგზავრებისთვის უკან დაბრუნებული მილიონობით დოლარის გამო, ავიაკომპანიები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გამონაკლისი არც ამერიკული ავიაკომპანიებია. 

ამერიკულ ავიაკომპანიებს შორის ყველაზე დიდი ზარალი American Airlines-ს აქვს, რომლის აქციებიც გასული ერთი კვირის განმავლობაში 31%-ით დაეცა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა