მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Gulf Air თბილისიდან ფრენებს ივნისიდან განაახლებს

609e683276207
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 16:15
795
1 ივნისიდან, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული ერთ-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ცნობისთვის: Gulf Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2017 წელს დაიწყო. Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 60-მდე საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს.