მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია "იანეარი" საახალწლოდ საქართველო-უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს

5dae1d10ef124
BM.GE
22.10.19 00:57
784

უკრაინული ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველოსა და უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს.

დამატებით რეისებს კომპანია კიევიდან და ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით შეასრულებს; ასევე გაიზრდება ფრენების რაოდენობა კიევსა და თბილისს შორის.

ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 დამატებითი ფრენა 26 დეკემბრიდან 5 იანვრის პერიოდში შესრულდება. 

"ზედიზედ უკვე მეორე წელია, ბათუმში საახალწლოდ ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსს აღწევს, ქალაქიდან 90 კილომეტრში, მთებში კი, თხილამურებზე სრიალია შესაძლებელი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, დამატებითი ავიარეისები უკრაინელ ტურისტებში პოპულარული იქნება“, – განაცხადა უკრაინულ მედიასთან ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა ტარას სტრიგუნენკომ.