მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Qantas-ი კორონავირუსით გამოწვეულ ზარალს ითვლის

5e4e2f47ab218
ნათია თაქთაქიშვილი
20.02.20 12:05
759
ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალი $99 მილიონი იქნება. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრენების რაოდენობა აზიის მიმართულებით მაისის ბოლომდე, 15%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Qantas-ი ცდილობს, თავიდან აიცილოს სამუშაო ადგილების შემცირება და თანამშრომლებს სთხოვს, გამოიყენონ საშვებულებო პერიოდი.

ავიაკომპანია ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ფრენები არ სრულდება ჰონგკ-კონგის, სინგაპურის, ასევე უხანის და იაპონიის მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ავსტრალიის მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დაუწესა მოსახლეობას აზიური ქვეყნებში მიმოსვლაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 114 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 118-ს მიაღწია. სულ ჩინეთში ინფიცირების 74 577 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16 233 ადამიანი.