19.ივნისი .2020 22:00

ავიაკომპანია Qantas-მა ოქტომბრის ბოლომდე ყველა საერთაშორისო ავიარეისი გადადო

views 350
უკან

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ოქტომბრის ბოლომდე ყველა საერთაშორისო ავიარეისი გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავიაკომპანია ქვეყნის გარეთ ავიარეისებს მხოლოდ ახალი ზელანდიის მიმართულებით განახორციელებს.

ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის შიგნით განხორციელებული ავიარეისების რიცხვი.

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვარი უცხოელებისთვის მომავალი წლის დასაწყისამდე იქნება დაკეტილი, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს.

ავსტრალიის ტურიზმის მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მიმდინარე წელს უცხოეთში სტუმრობისგან თავი შეიკავონ და არდადეგები ავსტრალიაში გაატარონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა