04.თებერვალი .2020 16:35

ავიაკომპანია "აირზენამ" რამდენიმე მიმართულებით ფრენები შეწყვიტა

views 5390
უკან

ავიაკომპანია "აირზენამ" რამდენიმე მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ფრენები შეწყდა ბარსელონას, ბოლონიის, ბერლინის (ერთი სიხშირე შეწყდა, მეორე დარჩა), პრაღის, ლონდონის მიმართულებით, ხოლო ამ დრომდე დაფრინავს მხოლოდ ამსტერდამის, პარიზის და თელ–ავივის მიმართულებით.

როგორც ბოკერია განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის რუსეთის რეისების აკრძალვიდან გამომდინარე მიღებული ფინანსური ზარალი, რაც 26 მილიონამდე აშშ დოლარს აღწევს, ასევე ის, რომ კონკურენტი ავიაკომპანიები, "ვიზეარი" და "რაინეარი" ფინანსდებიან სახელმწიფოსგან და ქართული ავიაკომპანია მათთან კონკურენციაში აგებს.

"2016 წლიდან მთავრობა ახორციელებს აღნიშნული ავიაკომპანიების დაფინანსებას, რასთან დაკავშირებითაც შეიქმნა არაკონკურენტული, უსამართლო გარემო. ჩვენ ვმარცხდებით საერთაშორისო ავიაკომპანიებთან კონკურენციაში გამომდინარე იქიდან, რომ მათ დაიწყეს ფრენა ჩვენს მიმართულებებზე. მთავრობისგან ვითხოვდით, რომ მომხდარიყო ჩვენი თანადაფინანსება სწორედ ისე, როგორც უცხოური კომპანიების შემთხვევაში ხდება. ეს არ ხდება დღევანდელ დღემდე. იყო შეპირება, მოლაპარაკებები, მაგრამ დღემდე არაფერია ცვლილება. შექმნილმა სიტუაციამ ძალიან დაგვარტყა. ჩვენ ბიზნესი ვართ და როგორმე თავი უნდა გადავირჩინოთ. შევწყვიტეთ ფრენები, რადგან ბილეთებს ვერ ვყიდით. "აეროპორტების გაერთიანება" აფინანსებს უცხოური ქვეყნის ავიაკომპანიას ჩვენი გადასახადების ფულით, ამით კი ანადგურებს და აბანკროტებს ეროვნულ ავიაკომპანიას. 2020 წლიდან უსაფრთხოების გადასახადები გაიზარდა და ეს ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით, მიდის უცხოური კომპანიების დაფინანსებაზე", - განაცხადა ბოკერიამ.

"აირზენას" გენერალური დირექტორი ამ ყველაფერს ნონსენსად აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა