27.აგვისტო .2019 11:48

ავიაკომპანია "Belavia" საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

views 485
უკან

ბელარუსული ავიაკომპანია "Belavia" ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე 2 სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაემატება. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, "Belavia"-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა. სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილის სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა