მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია, რომელმაც თანამშრომლებს $1.6 მლრდ ოდენობის ბონუსები გადასცა

5e4af5ba5d167
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 00:00
961
როგორც CNN-ი იუწყება, ავიაკომპანია Delta Air Lines-მა წარმატებულ პოზიციონირებაზე განაცხადა და სიტყვიერი მადლიერების ნაცვლად, თანამშრომლებს 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ბონუსები გადასცა.

ამგვარად, თანამშრომლები წლის განმავლობაში ე.წ „მე-13 და მე-14 ხელფასს“ მიიღებენ.

„კომპანიისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და რომ არა ჩვენი 90,000 თანამშრომელი ვერაფერს გავხდებოდით“, - დაწერა Delta Air Lines-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ედ ბასტიანმა LinkedIn-ზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თანამშრომლების ბონუსზე დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს ბოლო 6 წელია, მაგრამ 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ბონუსი რეკორდულია.

როგორც გამოცემა წერს, ბონუსებს მიიღებენ როგორც სრულ განაკვეთზე მომუშავე ასევე არასრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები, ასევე კომპანიის მენეჯერები, ოფიცრები და დირექტორები.